თამაშის წესები

I. საერთო პრინციპები

 

  • წესები ვრცელდება თამაშის პროცესში ჩართულ ყველა მოთამაშეზე.
  • წესების არ ცოდნა არ გიხსნით პასუხისმგებლობას.
  • წესების დაცვას აკონტროლებს სერვერის ადმინისტრაცია.
  • სერვერის განვითარებასთან ერთად წესები შეიძლება შეიცვალოს.
  • წესების შეცვლის შესახებ ადმინისტრაცია შეგატყობინებთ სიახლეების სახით.

 

II. ადმინისტრაციასთან კავშირი

 

  • ადმინისტრაციასთან კავშირისათვის უნდა გამოიყენოთ ჩვენი ფორუმის განყოფილება.
  • წერილში ადმინისტრაციასთან ზუსტად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული, თხოვნა ან საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში წერილი არ განიხილება. წერილი განხილული იქნება 3 დღის მანძილზე.
  • საჩივარში მითითებული უნდა იქნას ზუსტად ის პუნქტი რომელშიც მოხდა დარღვევა, ასევე დამნაშავის სახელი. მოთამაშეებისაგან მიღებულ საჩივრებს თან უნდა ახლდეს სქრინები , რომელიც ადასტურებს დანაშაულს. სქრინები არ უნდა იყოს დამუშავებული არცერთ გრაფიკულ პროგრამაში, შესაძლებელია ფორმატის შეცვლა .jpeg, .gif გრაფიკულ გაფართოებაზე.
  • არაკანონიერი საჩივრის შემთხვევაში სასჯელი შეიძლება მიღებული იქნას მომჩივანის პერსონაჟზე.
  • მოთამაშეებს უფლება აქვთ ადმინისტრაციას მიმართონ საჩივრის თაობაზე თამაშის მსვლელობის დროს.
  • ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი სათამაშო და მატერიალური ღირებულებების დაკარგვის შემთხვევაზე, რომელიც მოხდა შემდეგი მიზეზებით:
  • ა) მოთამაშის მიერ დარღვეული იქნა უსაფრთხოების ზომები;
  • ბ) სერვერის ავარიული გამორთვისას;
  • გ) პერსონაჟის მონაცემების გატეხვისას (თუ აღნიშნულ სარეგისტრაციო ჩანაწერზე იყო რამდენიმე IP-დან წვდომა).
  • ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას იგნორირება გაუკეთოს მოთამაშეების მიერ გამოგზავნილ წერილებს, თუ წერილი დაწერილია არა საპატივცემულო ფორმით ან როდესაც წერილი არ არის მთლიანად გასაგებ ენაზე დაწერილი.
  • იკრძალება კონტაქტი ადმინისტრატორთან თამაშის პირად ჩატში - ყველანაირ შეკითხვაზე, რომელიც არაა დაკავშირებული თამაშის წესების დარღვევასთან.

 

III. დარღვევა

 

  • 1) უცენზურო სიტყვები, გაღიზიანება, უცენზურო სახელის (ნიკის) დარქმევა, მუქარა, შანტაჟი საერთო ან პირად ჩატში.
  • 2) ფლუდი საერთო ან პირად ჩატში:ა) აზრს მოკლებული წერილებიბ) \"caps lock\"– დაწერილი წერილებიგ) სიტყვების უაზრო გამეორება
  • 3) რეკლამა მოთამაშით სხვა პროექტებისა და საიტების შესახებ.
  • 4) ცრუ ინფორმაციის გავრცელება სერვერთან და ადმინისტრაციასთან დაკავშირებით.
  • 5) გამოყენება ისეთი პროგრამების რომელიც არ არის სერვერზე დაშვებული.
  • 6) ყიდვა გაყიდვა ან მცდელობა ინვენტარის და პერსონაჟის გაყიდვისა რეალურ ფულზე.
  • 7) სხვის პერსონაჟში შესვლა (შეღწევა) რეალური მფლობელის თანხმობის გარეშე.
  • 8) თავის ადმინისტრატორად წარმოდგენა.
  • 9) თაღლითობა, სხვა მოთამაშის მოტყუილება. სათამაშო რესურსების ან ფულის გამოძალვის მიზნით

 

IV. სასჯელი

 

  • აღნიშნული პუნქტების დარღვევისთვის III.1, III.2 და III.3 - პერსონაჟს ისჯება ჩატ-ბანით 1 დან 72 საათამდე. მრავალჯერადი დარღვევისას - პერსონაჟი იბლოკება 1 თვის მანძილზე. განმეორების შემთხვევაში პერსონაჟი დაიბლოკება სამუდამოდ.
  • აღნიშნული პუნქტების III.4, III.6, III.7, III.8 დამრღვევი პერსონაჟი იბლოკება სამუდამოდ.
  • აღნიშნული პუნქტის III.5 - დამრღვევი პერსონაჟი იბლოკება სამუდამოდ.
  • აღნიშნული პუნქტის დარღვევისთვის III.9 მოთამაშეს მიეცემა გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში პერსონაჟი იბლოკება 1 კვირით ხოლო 3–ჯერ დარღვევისას იბლოკება სამუდამოდ.