Eve Fortune Teller

Eve Fortune Teller

 

   ახალი საინტერესო ევენთი ჩვენ სერვერზე, 25.05.2017 დან 18.06.2017 პერიოდში ყველა დიდი ქალაქში გაჩნდება ბედის მარჩიელი, რომელთანაც შეგიძლიათ შეიძინოთ ორი ტიპის მაღალი და დაბალი დონის ბილეთი, ბილეთების დონე განსაზღვრავს პრიზის სახეობას. დაბალი ფასის ბილეთის ღირებულებაა 35000000 ადენა ხოლო მაღალი დონის ბილეთის შესაძენათ დაგჭირდებათ სპეციალური მონეტები. ბილეთი მოგცემთ საშუალებას გამოცადოთ თქვენი იღბალი სამარჩიელო ქრისტალთან თამაშის დროს.

 

   თამაშის პრინციპი შემდეგნაირია, გეძლევათ საშუალება აირჩიოთ სამი მოცემული ბანქოდან ერთ-ერთი, 5 წამის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანქო ავტომატურად გაიხსნება, არსებობს ორი სახის ბანქო ჩვეულებრივი და მაღალი დონის კატის გამოსახულებით. თუ თქვენს მიერ არჩეულ ბანქოზე გამოსახულია ჩვეულებრივი კატა მიიღებთ ერთ საჩუქარს თუ მაღალი დონის კატა ორს. მაქსიმუმ ერთი თამაშის დროს შეგიძლიათ ჩადოთ 50 თამაშის ბილეთი, ბილეთის რაოდენობა პროპორციული ჯილდოს რაოდენობასთან, რაც მეტია ბილეთის რაოდენობა მით მეტი შანსი გაქვთ ამოიცნოთ მაღალი დონის კატის ბანქო.

 

პრიზების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე: გადადით ბმულზე